მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არჩევნები არა არის თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ, ეს არის რეფერენდუმი“ - ზურაბ ჯაფარიძე

ზურა გირჩი ჯაფარიძე

„გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში თვითმმართველობის არჩევნებსა და ოპოზიციის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს არჩევნები არა არის თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ, ეს არის რეფერენდუმი.

„არანაირი სიმშვიდის საფუძველი არ არსებობს. მე ვიცი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არის ბევრი პრობლემები ძალიან. ოპოზიციას აქვს სერიოზული გამოწვევა, გამოწვევა გულისხმობს იმას, რომ ყველა პარტიამ უნდა შეძლოს მაქსიმალური მობილიზება საკუთარი ხმების, რათა ოცნებამ ვერ შეძლოს 43%-ის აღება.

ამისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებს გავაგებინოთ რომ ეს არჩევნები არა არის თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ, ეს არის რეფერენდუმი.

გამოცხადება ამ არჩევნებზე უნდა იყოს მაღალი, როგორც არის საპარლამენტო არჩევნებზე, იმიტომ რომ თუ იქნება გამოცხადება დაბალი, როგორც ეს ახასიათებს თვითმმართველობის არჩევნებს, მაშინ ქართული ოცნება შეძლებს რესურსების მობილიზებას . თუ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები არ გამოვლენ არჩევნებზე ოცნების პროცენტი იქნება მაღალი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციაში არსებულ პრობლემებზე და აღნიშნა: ოპოზიციის ფლანგზე ბევრი პრობლემებია, ჯერ კიდევ არა არის გარკვეული ვინ აპირებს რეალურად ბრძოლას იმისათვის, რომ ქართული ოცნება შეიცვალოს. მეორე, ოპოზიციას ისედაც ჰქონდა პრობლემები და მათ შორის არის შიშები სხვადასხვა რაღაცების, რის გამოც საზოგადოებას ეშინია, მესამე ეს არის ის რომ ოპოზიციამ უნდა შეძლოს და მოსახლეობას უთხრას, ეს არჩევნები არის სინამდვილეში არჩევნები იმისათვის რომ ხელისუფლება შეიცვალოს.