მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გახარია შევიდა სააკაშვილის თამაშში“ - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Pia.ge

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით გიორგი გახარია პრემიერის პოსტიდან გადადგომით მიხეილ სააკაშვილის თამაშში შევიდა.

მისი თქმით, გახარიას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ ეწინააღმდეგებოდა იგი ნიკა მელიას დაკავებას.

„თქვენ ხედავთ თუ ვინ აპიარებს გიორგი გახარიას „ტვ პირველი“ და „ფორმულა“. აქედან ყველაფერი ნათლად იკითხება, თუ ვისთან არის დაკავშირებული გიორგი გახარია. ეს უფრო მეტად ამძაფრებს იმ ეჭვებს, რომელიც დაკავშირებულია 17-18 თებერვალთან.

რატო ითამაშა მან სააკაშვილის თამაში, პირველ რიგში, ამ კითხვაზე მოუწევს მას პასუხის გაცემა. 17-18 თებერვლის მოვლენები, სააკაშვილის თამაშში შესვლა და შემდეგ უკვე მისი გაპიარება „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ მიერ, ეს უკვე ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს. ამ კითხვებზე მას მოუწევს პასუხის გაცემა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

როგორც მან განაცხადა, გიორგი გახარიამ აქტუალობა დაკარგა, მით უმეტეს პარტია „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია უღიმღამო იყო.

„ასეც თუ ისეც, მათ არ აქვს წარმატების შანსი. წამოსცდა ცისკარიშვილსა და უგულავას ის, თუ რა არის გახარიას ამოცანა, რომ რამენაირად დაგვაახლოონ 43%-იან ნიშნულს. ამის რესურსი არ აქვს არც გახარიას, არც ენმ-ს და არც ყველას ერთად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა და საზოგადოებას პოლიტსაბჭოს წევრები წარუდგინა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ“ - გიორგი გახარიამ პარტია დააფუძნა

👉 „იყოს გულწრფელი, თუ ივანიშვილს არ ჰქონდა მასზე გავლენა, რატომ გადადგა?“ - პოლიტოლოგი გახარიაზე

👉 „არასდროს არავის პროექტი ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები“ - გახარია