ოპოზიციონერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს გიორგი გახარიას მხარს დაუჭერს, თუ მას ბრალს წაუყენებენ.
„ხვალ რომ გახარიას ყურით მოთრეული არგუმენტით, თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების არგუმენტით ბრალი წაუყენონ - მე მას დავიცავ.
დავიცავ ნებისმიერ განსხვავებულ ადამიანს, რომელსაც ჩაგრავენ - რაც უნდა ბოროტად ვთვლიდეთ გახარიას, ამ ქვეყანაში აბსოლუტურ ბოროტებად, ამ ქვეყნის სხეულზე კიბოდ ბიძინა ივანიშვილი ჩამოყალიბდა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობასა და სახელმწიფო გადატრიალების მზადებაში დაადანაშაულა.
აგრეთვე წაიკითხეთ: