მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ვოლსკი: ყველა, ვისაც ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდებს ოპოზიცია, უნდა აცნობიერებდეს თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა

გიორგი ვოლსკი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წერი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

მისი თქმით, მოქალაქეებმა, რომლებსაც ოპოზიცია საპროტესტო აქციებზე გასვლისკენ მოუწოდებს, უნდა გააცნობიერონ რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა.

„გადავხედოთ რეალობას, რომელიც დღეისათვის შეიქმნა პოლიტიკურ ველზე: 9 თებერვალს ევროკომისიამ და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს ანგარიში, სადაც მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები და დადებითად შეაფასა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება.

11 იანვარს გამოქვეყნდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანალოგიური შინაარსის ანგარიში, ხოლო 6 მარტს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა ეუთო/ოდირმა, რომელიც ასევე უპირისპირდება ნაცმოძრაობის ინტერესს. არჩევნები პოზიტიურად არის შეფასებული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 11 მარტის ანგარიშშიც.

​ოპოზიციისათვის სანდო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაც აჩვენებს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი პოლიტიკური სუბიექტების პარლამენტში შესვლას ითხოვს და მიუთითებს რომ არჩევნების პროცესი მოწესრიგებულად მიმდინარეობდა. ჩვენი საზოგადოების მხოლოდ 9% არ ეთანხმება ამ მიდგომას. იგივე პოზიცია

16 მარტს ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე კვლავ დაადასტურა ევროკავშირმა.. ხოლო სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე უკვე ღიად მიუთითებენ, რომ საბოტაჟი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა. თავად რუსეთიც არ მალავს რომ ადეკვატური პასუხი ექნება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. ასე რომ ყველა, ვისაც ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდებს ოპოზიცია, უნდა აცნობიერებდეს თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა და რა არის მათთან გამკლავების მექანიზმი“, - აღნიშნავს გია ვოლსკი.