მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია მერობის კანდიდატებს დებატებისკენ მოუწოდებს

თბილისის მერი კახა კალაძე, „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია

„მზად ვარ ნებისმიერ თქვენთვის მიღებულ ფორმატში დებატები ჩავატარო“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„მივმართავ „ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკანორ მელიას, მოდით თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები, პირისპირ ერთი ერთზე იმისთვის რომ, ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება.

მინდა შევთავაზო თბილისის დღევანდელ მერს დებატები პარტიულ ტელევიზია„იმედის“ ეთერში და იმედი მაქვს ამაზე მივიღებ დადებით პასუხს. ასევე, ნიკანორ მელიას ვთავაზობ დებატებს ერთი ერთზე „მთავარ არხზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ კახა კალაძე და ნიკა მელია პირველად პოლიტიკურ დებატებში 2 სექტემბერს გამოიწვია.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „მზად ვარ დებატებისთვის“ - კახა კალაძე

👉 საზმაუ ოპოზიციას და მმართველ პარტიას დებატებისთვის ეთერს სთავაზობს

👉 გიორგი გახარია კახა კალაძესა და ნიკა მელიას დებატებში იწვევს