მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ხელაშვილი: აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა

პარტია „ქართულმა ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის მონაწილე

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ხელაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ოსტინის ვიზიტი საქართველოს მთავრობასა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობისთვის უნდა იქნეს გამოყენებული.

„მომდევნო სამი წელი ამ ასპექტში მნიშვნელოვანია. ოსტინის ვიზიტი საქართველოს მთავრობასა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობისთვის, სწორი მიმართულების განსასაზღვრად უნდა იქნეს გამოყენებული“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკვე საქართველოშია.

ქართველი და ამერიკელი კოლეგები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრთან.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს

👉 აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია