მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლიეტუვა საქართველოს ნატოს ოჯახის წევრად ხედავს“ - გიტანას ნაუსედა

„ლიეტუვა საქართველოს გარდაუვალ ნატოს ოჯახის წევრად ხედავს“

როცა ვუყურებ საქართველოს მე მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის იბრძოდა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

„ძალიან მიხარია, რომ ლიეტუვის პრეზიდენტის რანგში საქართველოში პირველად ვიმყოფები, აქამდე გაგებული მქონდა თუ როგორი მეგობრული და ლამაზი ქვეყანაა საქართველო, ახლა კი შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ნამდვილად ასეა. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მეგობრული და თბილი მიღებისთვის.

მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა ვილნიუსში 2019 წელს, ლიეტუვა და საქართველო გეოგრაფიულად შორსაა, თუმცა მათ აკავშირებთ ძლიერი კავშირი. პირველ რიგში ჩვენ ღირებულებითი ხედვებით ძალიან ახლოს ვართ და ასევე ჩვენ წინაშეა სამწუხაროდ საერთო გარე საფრთხეები. სალომე ზურაბიშვილმა აჩვენა დიდი მცდელობა, რომ სვლა ყოფილიყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით.

როცა ვუყურებ საქართველოს მე მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის იბრძოდა, ჩვენი გზა არ იყო მარტივი და შედარებით უფრო ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, თუ რა იყო ჩვენი მიზანი და არ რჩებოდა არანაირი ეჭვი ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ასევე ვხედავთ მსგავს მონდომებას ქართველ ხალხში.

პრეზიდენტთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მარტო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მხარს ვუჭერთ ევროპის კომისიის მცდელობებს, შექმნას ვაქცინების გაზიარების სისტემა. ჩვენი მთავრობა აქტიურად ეძებდა გზებს, როგორ უნდა დახმარებოდა საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში და ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საქართველოს გადაეცეს ვაქცინები, რომელიც შეიძლება კიდევ იქნეს კორეგირებული უახლოეს მომავალში.

ლიეტუვა მზად არის გაუზიაროს გამოცდილება საქართველოს, რომელიც მან დააგროვა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე. მიხარია რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმება მიაღწიეს. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელმაც აიღო ინიციატივა და იქცა ამ შეთანხმების მონაწილედ.

ლიეტუვა იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და საქართველოს გარდაუვალ ნატოს ოჯახის წევრად ხედავს,“ - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.