მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმის თქმა, რომ ჩვენ გვინდა 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა“ - ვარლამ გოლეთიანი

ვარლამ გოლეთიანი

„ხეობას ხელისუფლება ყიდის, რესურსებს ხელისუფლება ასხვისებს, უგულებელყოფილია ადამიანის უფლებები და ის, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვიცავთ და ვცდილობთ იმ ფონზე, რომ ჩვენს მიმართ აგორებულია დიდი შავი პიარ-კამპანია, რასაც ხელისუფლება უდგას სათავეში. იმის თქმა, რომ ჩვენ გვინდა 90-იანებში დაბრუნება და არ გვინდა განვითარება, ვფიქრობ რომ არაადეკვატური შეფასებაა“- განაცხადა რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა.

„პრემიერის განცხადებები ბოლო პერიოდში, არის ერთმანეთს აცდენილი, იმიტომ რომ პირველ შემთხვევაში მან თქვა, რომ ეს არის ინსპირირებული გარე ძალებისაგან და აბსოლუტურად უხარვეზოა პროცესი.

ასეთი იყო მისი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. მისი თქმით, ჩვენ ვართ მარგინალური და ბნელი ექსტრემისტული ძალა, ეს პრემიერის განცხადების პირველი ნაწილი იყო.

ეს ხელშეკრულება გადაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს, რომელსაც ერთხელ უკვე გაატარა და მოაწერა ამაზე ხელი. ანუ გაუგებარია, რომ თავიდან თავისივე ხელმოწერილ ხელშეკრულებას როგორ სწავლობს იუსტიციის სამინისტრო, ცალკე კიდევ პროცედურული დარღვევებია.

ბატონი პრემიერის განცხადებაში გამოიკვეთა ის, რომ შესასწავლი აქვს ხელშეკრულება და მნიშვნელოვანი ხარვეზებს შეიცავს, ესე იგი რაღაც საქმე გაგვიკეთებია ჩვენი პროტესტით.

მოვუწოდებთ დედაქალაქის მოსახლეობას რომ შემოგვიერთდნენ“ - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამჟამად აქციებს დედაქალაქში მართავენ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ულტიმატუმით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და ეს არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი“ - პრემიერი „რიონის ხეობის მცველების“ განცხადებაზე

✅„რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში“ - კახა კალაძე