პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - იყო მომართვა NED-ის, IRI-ის და NDI-ის ხელმძღვანელებისგან, მსოფლიო ბანკის და IMF-ის წარმომადგენლებისგან და შევთანხმდით, რომ დროებით რელოკაციაში დაეხმარებოდა საქართველო მათ თანამშრომლებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი
1631913500
დაკოპირებულია

„ჩვენ ვიყავით მართლაც გამორჩეული ერი და გამორჩეული ჯარი, როდესაც ჩართული ვიყავით ავღანეთის მისიაში; აქვე მინდა, მწუხარებით აღვნიშნო, რომ ჩვენი 32 გმირი დაიღუპა ავღანეთში, ძალიან ბევრი დაიჭრა, დიდება ჩვენს გმირებს და მათ ოჯახებს მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ჩვენი სრული სოლიდარობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში არნახული პროფესიონალიზმი აჩვენეს.

„გაიხსენეთ, ისტორიულად, ქართველი სამხედროები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სიმამაცით და ერთგულებით. როდესაც წეღან ვსაუბრობდი ღალატზე, ერთგულება არის ჩვენი, ქართველების მთავარი დამახასიათებელი თვისება და ამიტომ ვთქვი, რომ ქართველი კაცისთვის შეუფერებელი იყო გახარიას საქციელი. ავღანეთის მისია რომ დასრულდა, ჩვენ სრულად გამოვედით, გამოვიყვანეთ ჩვენი ჯარი.

შემდეგ, მე მქონდა საუბარი მაღალი თანამდებობის პირებთან, მათ შორის ამერიკელებთან, მათ შორის იყო მომართვა NED-ის პრეზიდენტისგან, ბატონი დეიმონ უილსონისგან, IRI-ის და NDI-ის ხელმძღვანელებისგან, მსოფლიო ბანკის და IMF-ის წარმომადგენლებისგან, USAID-ის ხელმძღვანელისგან, მე მქონდა მათთან პირადი საუბარი, კომუნიკაცია და ჩვენ შევთანხმდით, რომ დროებით რელოკაციაში დაეხმარებოდა საქართველო რამდენიმე ათეულ ადამიანს, მათ თანამშრომლებს.

მეორეს მხრივ, 2 500 ადამიანისთვის, ავღანელებისთვის, 24 საათში ჩვენმა ჯარმა მოაწყო სრული ინფრასტრუქტურა, აეროპორტის ტერიტორიაზე სრულად გამართა ლოჯისტიკა და ავაწყვეთ იდეალურად ტრანზიტი. ჩვენ რამდენიმე ათეულ ფრენას ვუმასპინძლეთ და 2 500 ავღანელის ტრანზიტი უზრუნველვყავით. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენთვის სასიხარულო, იყო ჩვენი მისიის დაგვირგვინება ავღანეთში. ბუნებრივია, სამწუხაროა, რაც განვითარდა ავღანეთში და ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ აქაც ძალიან ღირსეულად შეასრულა საკუთარი პასუხისმგებლობიანი როლი და მისია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.