პოლიტიკა

„ირაკლი ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული აშშ-სთან ერთად“- დავით ზალკალიანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე

საგარეო საქმეთა მინისტრი
2020
1623523599
დაკოპირებულია

„პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ ყველა მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი განხორციელებულიყო“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს ხელშეწყობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.

„უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, პირადად პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ უაღრესად სერიოზული საკითხის გადაჭრაში და ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ის, რისკენაც ყოველთვის მიისწრაფოდა ჩვენი ქვეყანა, რომ საქართველოს შეესრულებინა მნიშვნელოვანი როლი რეგიონში.

კარგად იცის საზოგადოებამ, რომ ჩვენი მხრიდან მუდმივად იყო შეთავაზებები იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისი გამხდარიყო ერთგვარი პლატფორმა დიალოგისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და მე ვფიქრობ რომ პირველი.

ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით სწორედ ჩვენი ქვეყნის როლის, ფუნქციის წინ წამოწევის თვალსაზრისით, რადგანაც სამხრეთ კავკასიას, როგორც არასდროს, ისე ესაჭიროება მშვიდობა და განვითარება და აქ მართლაც ძალიან დიდი სამუშაო იყო გაწეული მთელი ამ ბოლო დღეების განმავლობაში.

უშუალოდ პრემიერ-მინისტრი იყო 24-საათიან რეჟიმზე გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული რა თქმა უნდა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. დელეგაციას, რომელსაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ფილიპ რიკერი ხელმძღვანელობდა რამდენიმე დღის წინ ვუმასპინძლეთ თბილისში.

ამის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია გაემგზავრა რეგიონში. ისინი იმყოფებოდნენ როგორც ერევანში, ისე ბაქოში, შემდეგ დაბრუნდნენ ისინი თბილისში და მოლაპარაკებები უკვე თბილისში გაგრძელდა. აშკარაა და ყველა ხედავს, რომ მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩაერთო, ჩვენ ყველა მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი განხორციელებულიყო.

პირველი ნაბიჯი გადადგმულია, აზერბაიჯანულმა მხარემ 15 სომხეთის მოქალაქე, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ კონფლიქტის პროცესში, ბოლო პერიოდში მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ესკალაციის დროს, საქართველოს ტერიტორიის გავლით, გადასცა სომხურ მხარეს და ისინი უკვე სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს გადასცა შესაბამისი მასალები, ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, შემდგომ განაღმვითი სამუშაოების განხორციელებასთან და ვფიქრობ, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობისა, ფორმატისა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის- სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ჩართულობით და რა თქმა უნდა ასევე სტრატეგიული პარტნიორების აქტიური მონაწილეობით და პირველ რიგში აშშ-ის აქტიური ჩართულობით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სწორედ ჩვენი როლის გამოკვეთის თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ინფორმაციისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

დავით ზალკალიანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე: ეს იყო ძალიან სერიოზული საქმიანობის შედეგი

„მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში“- ენტონი ბლინკენი

ReplyForward

გერმანიაში არჩევნები
მიმდინარეობს

არჩევნები გერმანიაში - მოსახლეობა კანცლე...

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. პარლამენტის წევრთა არჩევა 4 წლის ვადით ხდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტის მესაქონლეობის ფერმა „სომე დე ლ’ელევაჟ“ დაათვალიერა.

1632645341

შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმი ტარდება.

1632643975

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

1632640624

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 798 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 481 PCR ტესტით.

1632639832
გიორგი ტყემალაძე
წინასაარჩევნო შეხვედრებს
განაგრძობს

გიორგი ტყემალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს გან...

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„დღეს ბატონი მელია რასაც იმსახურებს პარლ...

ექსპრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე TV პირველის გადაცემაში ისაუბრა.

1632595998
ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ჩემ...

ზაგრების გრან პრიზე ტატო გრიგალაშვილი ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა 81 კგ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა.

„უნდა შეწყდეს პირადი ინფორმაციის გასაჯარ...

ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.