პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისის საქმეზე - ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის განცხადებასა და მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?!

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი
1631908620
დაკოპირებულია

„ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის განცხადებასა და მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?!“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისის საქმის გამოძიების შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ სააკაშვილის ეპოქაში?! ჩვენ ვართ დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო. თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის განცხადებასა და მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?! იმის გამო, რომ მორგოშიაა, კაკულია თუ ღარიბაშვილია, მაგის გამო დავსაჯოთ ეს ადამიანი?! ეს ხომ ანტიდემოკრატიულია?! ეს ხომ ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს?! პროკურატურას აქვს გამოძიება, ისინი აგროვებენ მტკიცებულებებს, პოლიცია ჩართულია. 30 კაცზე მეტი დააკავა პოლიციამ. ვიხილავთ თუ არა უფრო მეტ დაკავებულს, ნამდვილად არ ვიცი. ამდენი საფიქრალი და საქმე მაქვს, თითოეულ გამოძიებას ესე არ მივყვები. გვყავს ძალიან კომპეტენტური, კვალიფიციური, ღირსეული კაცი, ვახტანგ გომელაური, ძალიან კვალიფიციური გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, მათ იციან თავიანთი საქმე და მათ კომპეტენციაში მე არ ვერევი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.