მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა აფხაზეთობა მივულოცო მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს!

ირაკლი ღარიბაშვილი

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. მინდა, მივულოცო ეს დღე მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი - ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს!“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს კი ალტერნატივა არ გააჩნია.

„აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს ალტერნატივა არ გააჩნია. მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, დარწმუნებული ვარ, გახდება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ, ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.