მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: მიშელს ვუთხარი, ვართ მოწადინებული, გავაგრძელოთ მართლმსაჯულების რეფორმა

ძალიან ბევრი ასეთი პროექტი უნდა ვაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის

„მე შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული და მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ და ვაკეთებთ მართლმსაჯულების რეფორმას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მე მქონდა საუბარი პრეზიდენტ მიშელთან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მას ვუთხარი, რომ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ, ასევე, გვქონდა ჩართულობა ოპოზიციასთან.

ასევე, მას ვუთხარი, რომ ვართ მოწადინებული და მოტივირებული, გავაგრძელოთ და ვაკეთოთ მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. წლების განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.