მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: „პრაიდ კვირეულის“ ჩატარებაზე ორგანიზატორებს უარი უნდა ეთქვას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში „პრაიდ კვირეულის“ ჩატარებაზე ორგანიზატორებს უარი უნდა ეთქვას.

მისი თქმით, სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ეს პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება იქნება.

„მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მე მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე. მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით გამსჭვალული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „პრაიდ კვირეული“ თბილისში 1-ელ ივლისს გაიხსნება - მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი.

კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.