მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: რაც მოხდა დმანისში არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და სრულიად მიუღებელი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„რაც მოხდა დმანისში არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და სრულიად მიუღებელი“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, დმანისში მომხდარზე პასუხისმგებლობას დამნაშავეები აიღებენ.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზედაც ვსაუბრობთ, არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა გააფრთხილოს ყველა შტაბმა აქტივისტები, იმისთვის რომ მშვიდობიანი გარემო, რომელიც აქამდე მოვიტანეთ (3 თვის განმავლობაში არ ყოფილა არავითარი არსებითი ინციდენტი) უნდა შევინარჩუნოთ.

ის, რაც მოხდა დმანისში აქედან იყო ძალიან მძიმე ამოვარდნა და რა თქმა უნდა, იმსახურებს ძალიან მძიმე, უმძიმეს შეფასებას. საჭიროა სათანადო, კანონის მიხედვით ზომების მიღება. არა მარტო იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს ამ კონკრეტულ ქმედებას, არამედ იმისთვისაც, რომ პრევენციული ეფექტი ჰქონდეს ამ ყველაფერს“, - განაცხადა კობახიძემ.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები და დაჭრილები.