მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იცხოვრონ წყალზე, ღვინოსა და ხმელ პურზე“ - ნათელაშვილი საპატრიარქოზე (ვიდეო)

შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას საპატრიარქო გააკრიტიკა.

მისი თქმით, საპატრიარქოს პანსიონატების გახსნა უნდა აეკრძალოს და სასულიერო პირებმა მოკრძალებულად უნდა იცხოვრონ.

„საპატრიარქოს უნდა აეკრძალოს ყოველგვარი პანსიონატების გახსნა, იქ შტაბები, იქ რაღაც ალტერნატიული განათლების სამინისტრო, იქ რაღაცა ალტერნატიული უმაღლესები და ა.შ. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე.

საპატრიარქომ ღმერთს უნდა შესთხოვოს დახმარება და თანადგომა და იცხოვრონ წყალზე, ღვინოსა და ხმელ პურზე, როგორც ეს ქრისტიანობაშია მიღებული“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.