მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კუჭავა ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

კახა კუჭავა ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და ეუთოს, როგორც მოლაპარაკებების ერთ-ერთი თანათავმჯდომარის როლზე ისაუბრეს.

პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციის ქმედებებს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე. კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისათვის, რომ ზაზა გახელაძე უმოკლეს დროში გათავისუფლდეს.

მხარეებმა რეგიონში არსებული მდგომარეობა განიხილეს და იმ მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში ასრულებს.

შეხვედრაზე, ასევე, მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების საქმიანობის მნიშვნელობა.