მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული გადაწყვეტილებაა“ - ხვიჩია თამარ ჟვანიას გადადგომაზე

პოლიტიკური მოძრაობა გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრი, დეპუტატი იაგო ხვიჩია ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა.

ხვიჩია ამბობს, რომ მმართველ გუნდს ცესკოში ჟვანიას ყოფნა არ აწყობდა.

„წინა არჩევნებზე თამარ ჟვანიამ ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიიღო და ნებისმიერი არჩევნები, რაც არ უნდა ჩატარებულიყო თამარ ჟვანიას ხელში, და კარგადაც რომ ჩატარებულიყო, ყოველთვის იქნებოდა საუბრის საგანი, რომ „ნახეთ, „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა შეცდომები და ასე შემდეგ.

ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ თამარ ჟვანიას ეს ნაბიჯი გადაედგა. გამომდინარე იქიდან რომ თავად „ქართულ ოცნებას“ არ აწყობდა თამარ ჟვანიას იქ ყოფნა. შეთანხმებული გადაწყვეტილებაა და ასეთი გადაწყვეტილება სრულიად რეალისტური და გასაგებია“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადადგა.

„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1-ლი ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე“, - აცხადებს ჟვანია.