მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი ქალაქ სიღნაღში რუსთაველის, 9 აპრილის, სარაჯიშვილის, ფიროსმანისა და წმინდა გიორგის ქუჩების მცხოვრებლებს კარდაკარის პრინციპით შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მალხაზ ბეგიაშვილმა სიღნაღში მცხოვრებლებს ქალაქის განვითარებისთვის საჭირო საკუთარი ხედვები და ინიციატივები გააცნო.

როგორ ადგილობრივებმა განაცხადეს, წყალმომარაგების კუთხით სიღნაღში პრობლემა მოიხსნა, თუმცა ქალაქს სხვა პრიორიტეტებიც აქვს, რომელზეც მერობის კანდიდატს ესაუბრნენ.

„ჩემთვის, როგორც მერობის კანდიდატისთვის მნიშვნელოვანია მათი პირადად გაცნობა. მსურს თითოეულ მცხოვრებს შევხვდე და პირადად მოვისმინო მათი პრობლემების და საჭიროებების შესახებ. მოსახლეობისგან იგრძნობოდა გულთბილი დახვედრა და მხარდაჭერა. სიღნაღს განვითარება და წინსვლა სჭირდება, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებ,“ - აღნიშნა მერობის კანდიდატმა, მალხაზ ბეგიაშვილმა.

საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.