მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ფერმერებს შეხვდა

ზუგდიდის მერობის კანდიდატი ფერმერებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი გუგუჩიასთან ერთად, თხილის სექტორში დასაქმებულ ფერმერებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებზე, მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მამუკა წოწერიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა „ქართული ოცნების” გუნდის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რისი ნათელი მაგალითიც დარგში ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები და ის რეფორმებია, რაც სექტორში დასაქმებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს, სახელმწიფოსგან, სხვადასხვა მიმართულებით, მნიშვნელოვანი ხელშეწყობა მიიღონ.

„ფერმერებისგან უშუალოდ მივიღეთ ინფორმაცია იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც არსებობს თხილის სექტორში. აქედან გამომდინარე, დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რათა ქართულ თხილს ჰქონდეს ხარისხის ის ნიშანი, რომელიც მას საერთაშორისო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს გახდის“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

კანდიდატის განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონში განსაკუთრებულ პრობლემას აზიური ფაროსანა წარმოადგენდა, სახელმწიფოს მიერ გატარებული სამუშაოების შედეგად, უმნიშვნელოვანესი შედეგი იქნა მიღწეული და ფერმერები თხილის კარგ მოსავალს იღებენ.

ბოლო მონაცემებით, 2021 წლის 1-ლი აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 7.7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 33.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.