მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველა ადამიანს აქვს პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის აქციების მეშვეობით“ - პრემიერი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე

 ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

„ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, აქციების მეშვეობით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც რესპუბლიკის მოედანზე ხდება.

„ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია. რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, აქციების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.