მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლარის კურსი თუ არ დასტაბილურდა, ფასების ზრდას ვერაფერი შეაჩერებს“ - გოცირიძე

ნაცმოძრაობის წევრი

„ხელისუფლების ერთადერთი მიზანი დღეს არის როგორმე არჩევნებამდე მივიდეს და ლარი არ გაუფასურდეს ისე, რომ ამან ამომრჩეველზე მოახდინოს გავლენა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, როდესაც ბიუჯეტი დეფიციტურად იხარჯება, ყოველთვის ეს აწვება ფასებს.

„ხელისუფლების ერთადერთი მიზანი დღეს არის როგორმე არჩევნებამდე მივიდეს და ლარი არ გაუფასურდეს ისე, რომ ამან ამომრჩეველზე მოახდინოს გავლენა. ყოველთვის წინა საარჩევნო პერიოდში ხელისუფლება და მათ შორის ეროვნული ბანკი ემსახურებოდა პოლიტიკურ მიზნებს და როგორც იტყვიან კბილებით იჭერდა ლარს.

ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ლარი ასე ცოტა დაბლა და მაღლა ივლის სანამ ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება.წინა არჩევნებზე როგორც კი დამთავრდა პროცესი, მეორე ტურსაც არ დაელოდნენ მომენტალურად მიუშვეს ლარი.

„ქამრების შემოჭერა ერთხელ ახსენეს ამდენი წლის განმავლობაში და მერე დაავიწყდათ. როდესაც ბიუჯეტი დეფიციტურად იხარჯება, ყოველთვის ეს აწვება ფასებს. ინფლაციის შეჩერება არის უებარი წამალი, სტაბილური ლარის კურსი, რომელიც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაზე არის საქონლის მთავარი გამაუფასურებელი. თუ სტაბილური ლარი და ფასები არ იქნება ვერაფერი შეაჩერებს ფასების ზრდას“, - აღნიშნა გოცირიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.