მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ლაშა ჩხარტიშვილი იბრძოლებს, ხოლო მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი იქნება

ჩხარტიშვილი და ქუმსიშვილი

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დედაქალაქის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა კანდიდატები წარადგინა.

მისი თქმით, თბილისში მერობის კანდიდატი იქნება მიხეილ ქუმსიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი, ლაშა ჩხარტიშვილი იბრძოლებს.

„მეგობრებო, ტრაგიკული დღეა, ომის დაწყების დღეა, მაგრამ მოთქმა - გოდების დრო არ არის. წინ გველოდება დიდი ბრძოლები შიდა საოკუპაციო ივანიშვილ-კალაძის წინააღმდეგ და ფრონტის წინა ხაზზე დღეს ვუშვებთ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ახალგაზრდული და ევროპული ახალგაზრდულის ლიდერს, უნიჭიერეს ახალგაზრდულ ლიდერს, მიხეილ ქუმსიშვილს და საქართველოსა და თბილისზე ფიც-ვერცხლ ნაჭამ მოღვაწეს, ცნობილ პოლიტიკოსს, ეკოლოგს, მებრძოლს, ლაშა ჩხარტიშვილს. ეს ორი ის იდეალისტი და პატრიოტია, რომლებიც დღეს, ხვალ და ზეგ ააშენებენ ქართულ სახელმწიფოს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅იქნება თუ არა გახარია თბილისის მერობის კანდიდატი?

✅„ქედს ვიხრი თქვენი გამძლეობის, შეუპოვრობის და გაუტეხელობის წინაშე“ - ოპოზიციის ნაწილმა ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა

✅გახარიას პარტიაში თბილისის მერობის კანდიდატად აჩი არველაძის დასახელებას არ გამორიცხავენ