მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიები კონსულტაციას მართავენ

ნაცმოძრაობის წევრი

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. ლიდერები მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მესამე რაუნდზე მსჯელობენ. 

„ვართ ბოიკოტის რეჟიმში, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ არის. ეს არის პოზიცია, რომელიც ნებისმიერ თავმოყვარე ოპოზიციურ პარტიას ექნებოდა. ეს გადაწყვეტილება დავიდა იქამდე, რომ პარლამენტში არ შევდივართ“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ შეხვედრის დაწყებამდე.

ოპოზიციური პარტიები იმ პოზიციებს განიხილავენ, რომლითაც მოლაპარაკების მესამე რაუნდზე ფასილიტატორი ელჩებისა და მმართველი გუნდის წინაშე წარდგებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარე კვირაში უნდა შედგეს.

👉 შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე უარს აცხადებენ.

👉 ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, პარლამენტში შესვლის თაობაზე მოლაპარაკება აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით მიმდინარეობს.

👉 მხარეებს შორის დიალოგის ორი რაუნდი უკვე შედგა.