მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან იოსელიანი: თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს, კარგი იქნება

იოსელიანის განცხადება

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, კარგი იქნება თუ პარლამენტი ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს.

მისი თქმით, დეპუტატებმა NDI-ის კვლევის შედეგები უნდა გაითვალისწინონ და საპარლამენტო მანდატები გამოიყენონ.

„ქართული ოცნება“ თუ არ შეუწყვეტს ოპოზიციას უფლებამოსილებას, ეს იქნება კარგი და კარგი იქნება იმიტომ, რომ შესაძლებლობა მიეცემათ ოპოზიციურ პარტიებს კიდევ გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც NDI-ის კვლევაშია ასახული, ანუ გააგრძელონ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

👉 ინფორმაციისთვის, პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 2 თებერვალს უყრის კენჭს.

👉 NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა.