მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მაჩვენეთ კადრი, სადაც ჩანს რომ გადააგდეს“ - კახა კალაძე „მთავარი არხის“ ოპერატორზე

თბილისის მერი კახა კალაძე Pia.ge

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქარელში „მთავარი არხის“ ოპერატორთან დაკავშირებული ინციდენტი შემთხვევითობა იყო.

მისი თქმით, ტელეკომპანიის მხრიდან ხდება სიცრუის გავრცელება, თითქოს ოპერატორს ხელი ჰკრეს.

„მეორიდან არა, სახურავიდან გადმოაგდეს, დაამძიმეთ, უფრო საინტერესო იქნება. ბიჭი მიდიოდა უკან-უკან და ჩემი თანდასწრებითაც ბევრჯერ ხდება, რომ ოპერატორები უკან-უკან მიდიან, როცა მივდივართ და იღებენ. მაჩვენეთ კადრი, სადაც ჩანს რომ გადააგდეს.

მორჩით, სისულელეს საუბრობთ. როცა ეუბნებიან, რომ გადით, არ გაძლევთ ინტერვიუს, უნდა მიხვდნენ და გავიდნენ. თქვენ ძალადობთ, თქვენ ხართ მოძალადეები. მე თუ გეტყვით, რომ არ მაქვს სურვილი მოგცეთ ინტერვიუ, უნდა გაჩერდეთ, რატომ უნდა იძალადოთ ჩემზე.

ძალადობას ამართლებთ თქვენ. მთელი ეს წლები მოწოდებებს აკეთებთ ძალადობაზე, თქვენ ხართ პირველები, ვინც ქვეყანაში აღვივებთ შუღლს, ძალადობას და თუ რაიმე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე, ყველაფრის საფუძველი და საძირკველი ხართ თქვენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც „მთავარი არხის“ ოპერატორმა დაზიანებები მიიღო.