მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

ხაზარაძე

„ოცნებამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს“,- ეს განცხადება „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, 5 პუნქტიდან 3-ს ოპოზიცია მოლაპარაკების დროსვე დაეთანხმა.

„დარჩენილ ორ პუნქტზე, პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე, იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმულაზე, რომელიც ბოლო შეხვედრის დროს ვერ დასრულდა.
ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა“,- განაცხადა ხაზარაძემ.

აგრეთვე იხილეთ:

📌20 ივნისის აქციასთან დაკავშირებული ამნისტია, პროპორციული არჩევნები - რა პუნქტებზე აწერს ხელს მმართველი გუნდი?