მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარიას მისიაა, „ქართული ოცნება“ 43%-ს მიუახლოვოს

რასაც თქვენ აკეთებთ,  ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ისევ შევიდეთ უსაგნო დისკუსიაში

გიორგი გახარია დღეს პირდაპირ გვებრძვის, ზუსტად ვიცით, რომ ამ ადამიანის მისიაა, „ქართული ოცნება“ რამენაირად მიუახლოვოს 43%-ს, დარტყმების აღებას ნამდვილად არ ვაპირებთ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ თავის გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა.

„გიორგი გახარია სადაც დასაცავია დღესაც ვიცავთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად მოექცა „ქართულ ოცნებას“, უღალატა თავის გუნდს, ზურგში დანა ჩაარტყა ყველაზე კრიტიკულ მომენტში. მაშინ ვიცავდით გახარიას, სადაც ვფიქრობდით და გვჯეროდა, რომ უნდა გაგვეტანა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ დღეს რაც გააკეთა იმის ფონზე თუ რამე ეჭვია იმაზეც ვსაუბრობთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ეს არის ობიექტურობა და იგივე გააკეთა ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის და სხვა ტელევიზიის ეთერშიც.

„რაც იყო შეცდომა იმ შეცდომაზეც ვსაუბრობთ, რაც არ იყო შეცდომა იმაზეც. 20 ივნისზე რომ ვსაუბრობთ, უნდა მოეგერიებინა თუ არა, უნდა მოეგერიებინა. დღეს პირდაპირ გვებრძვის და ზუსტად ვიცით ამ ადამიანის მისია არის ის, რომ „ქართული ოცნება“ რამენაირად მიუახლოვოს 43%-ს, ამ შემთხვევაში ცალ კარში თამაშს და დარტყმების აღებას ნამდვილად არ ვაპირებთ და ვამბობთ სიმართლეს. ამ სიმართლის თქმას ვერავინ დაგვიშლის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.