მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: კახა კალაძე არის ამ ქალაქის, ჩვენი ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მერი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, თბილისის მერი კახა კალაძა Pia.ge 2021

„ქართული ოცნების“ ძალიან დიდი ოჯახი მის ღირსეულ წარმომადგენელს, უკვე მერობის კანდიდატს კახა კალაძეს უსურვებს გამარჯვებას, რაშიც დარწმუნებულები ვართ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენის შემდეგ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა იმ უალტერნატივო კანდიდატზე გააკეთა აქცენტი, რომელიც იქნება და არის უკონკურენტო.

მისივე თქმით, როგორი პოლიტიკური შეხედულებებისაც არ უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი, თითოეულმა მოქალაქემ დარწმუნებით იცის, რომ კახა კალაძე არის ამ ქალაქის, ჩვენი ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მერი.

„ის ხელშესახები პროგრესი, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში ასე ნათლად ჩანს, არ უნდა დავკარგოთ, ამიტომ, მმართველმა გუნდმა იმ უალტერნატივო კანდიდატზე გააკეთა აქცენტი, რომელიც იქნება და არის უკონკურენტო. აქედან გამომდინარე, პირადად მე და მთელი ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნების“ ძალიან დიდი ოჯახი მის ღირსეულ წარმომადგენელს, უკვე მერობის კანდიდატს კახი კალაძეს უსურვებს გამარჯვებას, რაშიც ასევე დარწმუნებულები ვართ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.