მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მედიის საპროტესტო ბანერების გამო პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსმენა ჩაიშალა

პარლამენტის თავმჯდომარე

მედიის წარმომადგენლების მიერ სხდომათა დარბაზში გადაფენილი საპროტესტო ბანერების გამო პარლამენტში თავმჯდომარემ რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა დახურა, შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა გადაიდო.

როგორც კახა კუჭავამ განაცხადა, სხდომის დახურვის საკითხი საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის დეპუტატებმა დასვეს.

ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის თქმით, მან შინაგან საქმეთა მინისტრთან გასაუბრება მოახერხა, რა დროსაც ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებზე ძალადობის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

„ძალიან კარგი. ასე მოუწევთ ყველგან პროტესტის მოსმენა. ასე იქნება, რადგან მე, როცა ვკითხე, რატომ არ არიან დაკავებული მახარაძე, მორგოშია და სხვა პირები, მხოლოდ ის მითხრა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ვერ მოვახერხეთ, ვერ დავიცავით ჟურნალისტებიო. ასევე მითხრა, ხომ იცით, მარტო არ ვარ და პროკურატურაც იძიებს მაგ საქმესო“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფებოდა.

მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და ჟურნალისტებმა საპროტესტო პლაკატების გაშლით გამოსვლა შეაწყვეტინეს, რის შემდეგადაც სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული.