მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას - მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე

მამუკა მდინარაძე - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე Pia.ge

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მდინარაძის თქმით, კახი კალაძე პირველივე ტურში იგებს:

„მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას. კითხვის ნიშნები კიდევ არსებობს? კახი პირველივე ტურში იგებს!!!“, - წერს მამუკა მდინარაძე.

ინფორმაციისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება. ამის შესახებ თავად პარტიის თავმჯდომარემ 1-ელ სექტემბერს განაცხადა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.