მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მგონი, რაც უფრო მეტს ილაპარაკებს გახარია, მით უფრო ნაკლები რეიტინგი ექნება“ - სანდრო რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი

„მე მგონი, რაც უფრო მეტს ილაპარაკებს გიორგი გახარია, მით უფრო ნაკლები რეიტინგი ექნება საბოლოო ჯამში“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე კომენტარისას განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია ან იტყუება, ან ხელისუფლებაში ყოფნისას უბრალოდ მარიონეტი იყო.

„გიორგი გახარია იყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი და ორი ალტერნატივაა, ან ის იტყუება, ან მარიონეტი იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. არ ვიცი, რომელია მისთვის უკეთესი, მაგრამ მას დიდი ძალაუფლება ჰქონდა რამდენიმე თვის წინ და ამბობს, რომ ნეპოტიზმი და კორუფცია იყო, რომელიც ყოველთვის შეეძლო მოეგვარებინა.“ - აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი

ინფორმაციისთვის, ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის მონაწილეების დარბევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მაშინდელ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული არ ყოფილა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ტყუილი უნდა დამთავრდეს! გახარია, გელოდები პირდაპირ ეთერში“ - მამუკა ხაზარაძე

⭕ გიორგი გახარია: 20 ივნისის აქციის დარბევა ივანიშვილთან შეთანხმებული არ იყო (ვიდეო)

⭕ „არ ვართ, ვერ ვიქნებით და არ ვიქნებით „ოცნება 2“ - გიორგი გახარია