მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც მიუღებელია ყველა ის უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

„მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ყველა ის უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

„მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართო, 27 ოქტომბერს გაიმართება დიდი შეკრება თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე. მინდა, ყველას მივმართო, თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ყველა ის უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული ქვეყანაში ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას, ყველას მივმართავ, ჩვენს მხარდამჭერებს, ამომრჩეველს, შევიკრიბოთ 27 ოქტომბერს 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეკრება იგეგმება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულ შეკრებას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 27 ოქტომბრის შეკრების სლოგანი იქნება: გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე.

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს იქნება აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საზოგადოების არჩევანია სიკეთე და ევროპული მომავალი.