მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მონაწილეობას მივიღებთ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის არჩევნებში“ - ანა ბუჩუკური

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი

„ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის რა თქმა უნდა არჩევნებში.შემიძლია გითხრათ ამ რომ ჩვენი ყველა კანდიდატი იქნება ღირსეული“, - ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ახალი პოლიტიკური ძალის რეიტინგი არჩევნებზე გაიზომება.

„გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის რეიტინგი გაიზომება არჩევნებზე. რეიტინგებს ზოგადად ზომავს ამომრჩეველი“, - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

შეგახსენებთ, რომ 17:00 საათზე „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცის მე-11 პავილიონში გიორგი გახარია პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ პრეზენტაციას გამართავს და გუნდს წარადგენს.

ღონისძიება 400-მდე დამფუძნებელსა და სტუმარს მასპინძლობს და ადგილზე უკვე შეკრებილი არიან პარტიის სახეები და მხარდამჭერები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„არ შეგარჩენთ 20 ივნისს“ - სამოქალაქო აქტივისტები გახარიას წინააღმდეგ აქციას მართავენ

კარგი იქნება, თუ გახარია ხმებს წაართმევს და „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ გადალახავს - პეტრე ცისკარიშვილი

„გიორგი გახარიას სიტყვას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ელიტაში ფასი ჰქონდა“ - კახიშვილი