მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ წითელი ხაზები გადაკვეთეს“ - პრემიერი

მინისტრი ტრიბუნასთან

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კრიტიკულმა არხებმა - ფორმულამ, მთავარმა არხმა და TV პირველმა „ყველანაირი წითელი ხაზი“ გადაკვეთეს. ამ მიზეზით პრემიერმა სამი ტელეკომპანია ღონისძიების გასაშუქებლად არ მიიწვია.

„მთავარ არხს, TV პირველსა და ფორმულას არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვებიან.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარმა არხმა, TV პირველმა და ფორმულამ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერმინისტრის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პასუხში.

დღეს ღარიბაშვილი Army City-ს პროექტის დასათვალიერებლად მივიდა. ღონისძიებაზე კი მხოლოდ რუსთავი 2-ის, იმედის, POSTV-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფები იყვნენ.