მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნამახვანჰესი“ ერთ-ერთი ყველაზე მეტად შესწავლილი პროექტია საქართველოში“ - შალვა პაპუაშვილი

ქართული ოცნების წევრი

„ნამახვანჰესი“ ერთ-ერთი ყველაზე მეტად შესწავლილი პროექტია საქართველოში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგეტიკული მიმართულებით ქვეყნის გაძლიერებას რუსეთი უშლის ხელს.

„კითხვებთან დაკავშირებით, ვხედავთ, რომ როგორც ხელისუფლება, ისე კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები მზად არიან გასცენ პასუხები და არა იმ ემოციურ მითებს, რომელიც გარკვეულ პერიოდში ჩვენთან მკვიდრდებოდა.

ყველას მოვუწოდებ, რომ საღად შევხედოთ ყველას საკითხს და დავინტერესდეთ დეტალებით, რადგან ხშირად ცდილობენ, რომ მითებით და ემოციებზე თამაშით შემოგვაჩეჩონ ის საკითხები, რომელიც ეხება ჩვენს სუვერენიტეტს.

თუკი ვინმეს დღეს ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა არ აწყობს, ეს არის რუსეთი. ამიტომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას და სიძლიერეს, ხელს აძლევს რუსეთს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.