მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის მედიატორობით შედგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც, აქამდე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ, დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებზე და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას.

ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა, პროდასავლურ ძალებთან ერთად, გავიმარჯვებთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს ვერ აიღებს, რის შემდეგადაც საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად ხელისუფლებამ ნაცმოძრაობის მიერ დოკუმენტზე ხელის არ მოწერა დაასახელა.