მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ფაქტი ვერ დაამტკიცა იმ დონეზე, რომ შედეგები შეეცვალა“ - იაგო ხვიჩია

 საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებით კრიზისის აღმოფხვრის პროცესი დაიწყო

„როდესაც რაღაცას ვერ ამტკიცებ, გამყალბებელი არ უნდა ეძახო ადამიანებს. ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ფაქტი ვერ დაამტკიცა იმ დონეზე, რომ მას არჩევნების შედეგები შეეცვალა“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩს“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესასწავლად შექმნილ საგამოძიებო კომისიაში არ უმუშავია, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას თავს ვერ მისცემს.

„დავესწრებით და მოვუსმენთ ჩვენს კოლეგებს. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას თავს ვერ მივცემთ, რადგან მთელი ეს პროცესი გვაქვს გამოტოვებული, რაც ჩვენმა კოლეგებმა იშრომეს. არც ხელს შევუშლით ამ პროცესის ბოლომდე მიყვანაში“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისიის დასკვნას 28 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.