მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიციისათვის გახარია არის სიტუაციური მოკავშირე და მისი იზოლირება არ უნდა გაუხარდეთ“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Pia.ge

„გახარია, მიუხედავად იმისა, რომ მიუღებელი ოპონენტია, საერთო ოპოზიციურ საქმეზე მუშაობს და ამ პროცესში ის დანარჩენი ოპოზიციისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნულის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნები საზოგადოებაში დიდ ყურადღებას არ იმსახურებდა, რადგან მოქალაქეები თვლიდნენ, რომ ქვეყანაში მაინც არაფერი შეიცვლებოდა.

„ადგილობრივი არჩევნების ფასი ჩვენთან ყოველთვის იყო ძალიან დაბალი, რადგან ამომრჩეველი ყოველთვის თვლიდა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე არ იცვლება ხელისუფლება. ისინი ფიქრობენ, „ჯობია, რომ ადგილზე იყოს ხელისუფლების წარმომადგენელი, იმიტომ რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა მიიღოს დაფინანსება, ემორჩილება ხელისუფალს და რად გვინდა კონფლიქტური სიტუაციები, ჯანდაბას მისი წარმომადგენელი იყოს.“ დაკნინება უნდათ ამ არჩევნების და ამიტომ აკეთებენ მმართველი გუნდის წევრები განცხადებებს, რომ ამომრჩეველს გაუჩნდეს განცდა იმისა, რომ ამ არჩევნებზე რეალურად არაფერი შეიცვლება და ჯანდაბას დავტოვოთ ისე, როგორც არის“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგმა ისაუბრა, ასევე, გიორგი გახარიას შესახებაც და აღნიშნა, რომ გახარია საერთო ოპოზიციურ საქმეზე მუშაობს.

„პარტია საქართველოსათვის“ იქცა „ქართული ოცნებისათვის“ მთავარ პრობლემად, რადგან სამობილიზაციო ამომრჩეველი, რომელიც თავის ლუკმად მიაჩნდა უმრავლესობას, ახლა გახარიამ წაიყვანა.

ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს გახარია ამ ყველაფრის მოგერიებას. მე ოპოზიციასაც მინდა ვუთხრა, რომ მათთვის გახარია არის სიტუაციური მოკავშირე და გახარიას იზოლირება არ უნდა გაუხარდეთ, იმიტომ, რომ მან ამომრჩეველი თუ დაკარგა, მოქალაქეთა ხმები ისევ უმრავლესობასთან წავა და „ქართული ოცნება“ მოიგებს, ამგვარად ოპოზიცია აკურატული უნდა იყოს. გახარიას ცუდი ნიშნავს მთლიანად ოპოზიციისთვის ცუდს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

✅„მინდა მელია მესამე ადგილზე და „ქართული ოცნება“ მეორეზე ჩავაჩოჩო“ - გახარია

✅„მოვითხოვ თქვენს არხზე პირდაპირ ეთერს!“ - გიორგი გახარია „ტვ იმედს“