მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშების და „პუწინის მონების“ იარლიყით ჩაყრიან მოწინააღმდეგეებს ფიზიკურ თუ მორალურ დილეგში“ - შალვა პაპუაშვილი ენმ-ზე

„ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი Pia.ge

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს აფასებს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანის უფლებებს მხოლოდ საკუთარი მომხრეებისთვის აღიარებს, მოწინააღმდეგეებს კი საშუალება რომ ჰქონდეთ ისევე გაუსწორდებიან, როგორც ამას ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ.

„უკანონო მხოლოდ მათი პატიმარია, გამოხატვა მხოლოდ მათი უფლებაა, თავისუფლება მხოლოდ მათთვისაა,
ამომრჩეველი მხოლოდ მათია, ადამიანები მხოლოდ ისინი არიან...

...ყველა სხვა, მათთვის ადამიანი არ არის. სხვები არ არიან ამომრჩევლები, სხვებს არ ჰყავთ მშობლები და შვილები, სხვებს არ აქვთ პროტესტის უფლება. ჯერ „თავისუფლება მიშათი“ დასცინეს, მერე მიტინგიდან მეგაფონით დაუმატეს, და ახლა ამის გაპროტესტებისთვისაც აბუჩად იგდებენ.

სიტყვა „მონას“ შემთხვევით არ იყენებენ. ამით სხვებს კი არ აღწერენ, სხვებისადმი საკუთარ დამოკიდებულებას აჩვენებენ... მონა უუფლებო ადამიანია. სწორედ ასეთებად მიიჩნევენ ყველას, ვინც მათთან არ არის.

ჰოდა, როგორც პლანტატორებისთვის ხსნილი იყო მონებზე, ასე უხსნილებენ თავის იდეოლოგიურ ბაბლს. ცილისწამება, აბუჩად აგდება, გარიყვა... ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშების და „პუწინის მონების“ იარლიყით ჩაყრიან ფიზიკურ თუ მორალურ დილეგში. იზამენ... ნამდვილად იზამენ... თვალსაც არ დაახამხამებენ, ისე იზამენ... და ეს, ყველამ ვიცით... ყველამ“, - წერს შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში.