მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდებიან

გივი მიქანაძე

„21 ივნისს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა იგეგმება“, - აღნიშნა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვაკის 41-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრებთან შეხვედრის შედეგად გაირკვა ოქმსა და გადათვლის შედეგად მიღებულ შედეგებს შორის დისბალანსის მიზეზი და დადგინდა, რომ აღნიშნულ დისბალანსს საბოლოო შედეგებზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია.

„ყველა ის ბიულეტენი, რომელიც დათვლილი იყო საარჩევნო ოლქში, დარღვევის გარეშე ასახავდა იმ მოქალაქეების ნებას, რომელთაც ხმა მისცეს ვაკის 41-ე უბანზე.

ასევე რეგისტრატორებთან საუბრისას, სადაც ერთ-ერთი რეგისტრატორი იყო „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, გამოიკვეთა, რომ არანაირ უხეშ დარღვევას, გაყალბებას და მანიპულაციას უბანზე ადგილი არ ჰქონია და მოქალაქეების მიერ გამოხატული ნება იყო პირდაპირპროპორციული იმ ოქმისა, რომელიც ცესკო-მ ატვირთა თავის ვებ-გვერდზე“, - განაცხადა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ.

21 ივნისის კომისიის სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთანაც გაიმართება.