მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტმა ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანო

პარლამენტმა ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

უმრავლესობის კანონპროექტს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 9 წევრმა ხმა პროექტის წინააღმდეგ მისცა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ცონების“ კანონპროექტის მიხედვით ამნისტია შეეხება 20-21 ივნისის მოვლენების დროს ყველა სამართლებრივ დარღვევასა და ბრალდებულ თუ მსჯავრდებულ პირს, თუ იგი უარს არ აცხადებს მასზე ამნისტია გავრცელდეს.

პარლამენტში ასევე დარეგისტრირებულია ამნისტიის შესახებ ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი.