მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს - ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი საიას სარჩელის უკან - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„როდესაც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეგაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს - ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი ამ სარჩელის უკან“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საია-ს სარჩელს.

მისი თქმით, საიას სარჩელის შეტანა შეეძლო როგორც არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ასევე, არჩევნების შემდეგაც.

„ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს. როდესაც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეგაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს. მათ ასეთი სარჩელის შეტანა შეეძლოთ სამი თვის წინ ან სამი თვის შემდეგ. ზუსტად იმ მომენტში შეიტანეს სარჩელი, როდესაც ყველაზე ცხელი დრო იყო საარჩევნო აგიტაციის კუთხით. არავითარი დაბრკოლება მათ არ ჰქონდათ, შეეძლოთ სამი თვის დაგვიანებით შეეტანათ, თუ ისინი ზრუნავდნენ მომდევნო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი ამ სარჩელის უკან, რაზედაც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, საია-მ ვახუშტი მენაბდის, ვასილ ჟიჟიაშვილის, გვანცა საკანელაშვილისა და ნონა ქურდოვანიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელით საია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

წარდგენილი სარჩელით, საია ასაბუთებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები არღვევს ხმის თანაბარი წონის პრინციპს, რის გამოც გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს საარჩევნო და თანასწორობის უფლებებთან მიმართებით.