მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პოლიცია იმ ფარგლებში მოქმედებდა, რაც მას შეეძლო“ - წულუკიანი

„ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო სიის წევრი

კულტურის და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

წულუკიანის თქმით, პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში რაც მას შეეძლო.

„არ მეგულება საქართველოში ადამიანი, ვინც არ ემიჯნება ძალადობას, ამიტომ კარგი იქნება შეკითხვებს თუ დავსვამთ სხვა ფორმით და სხვა ტონით. საქართველოში არ არსებობს ადამიანი, არამც თუ მინისტრი რომელიმე, არამედ ადამიანი, იქნება ეს ერისკაცი თუ სასულიერო პირი, რომელიც არ ემიჯნება ძალადობას.

ჩვენ გუშინ ვიხილეთ გარკვეული მოვლენები, რა თქმა უნდა, მინდა ძალიან მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დაზიანდა, არა მხოლოდ ჟურნალისტს, არამედ სხვა ნებისმიერ ადამიანს.

აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მას შეეძლო“, - აცხადებს წულუკიანი.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მოგვიანებით „თბილისი პრადისი“ წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვით 5 ივლისისთვის დაგეგმილი აქცია აღარ ჩატარდებოდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ჟურნალისტების სია, რომელთაც რადიკალური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ

🔴 „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეიჭრნენ (ვიდეო)

🔴 საპატრიარქო: არ გამოვრიცხავთ, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ავლენდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს

🔴 „თქვენს თავს დაუსვით კითხვა, რატომ არის თქვენ მიმართ ასეთი აგრესია?“ - მეუფე გიორგი ჟურნალისტებს (ვიდეო)