მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონს ლარს მიიღებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pia.ge

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონს ლარს მიიღებს - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ოლიმპიელებს და პარალიმპიელებს წარმატებები უსურვა.

„მინდა გაცნობოთ გადაწყვეტილების შესახებ: მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონს ლარს მიიღებს“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.