მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ნატოს სამიტზე ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი

პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში

„ნატოს სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს და მოლოდინია, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული.

„ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ჩვენი მხრივ ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ, ის რაც არის განსაზღვრული წინა ნატოს სამიტების დეკლარაციებში თუ მიღებულ შეთანხმებებში - ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს. ჩვენ მოველით, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბრიუსელში 14 ივნისს ნატოს სამიტი გაიმართება. სამიტზე ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ხვალ ნატოს სამიტზე საქართველოს საკითხიც განიხილება

🔴 „მზადყოფნას ვადასტურებთ, რომ საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისევ შეასრულოს მედიატორის როლი“ - პრემიერი

🔴 „ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, ქართველი ძმებისა და ევროპელი პარტნიორების წყალობით, ჩვენი 15 მოქალაქე სომხეთში ბრუნდება“- ნიკოლ ფაშინიანი