მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი პომპეოს ვიზიტზე: კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა

გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომეოს ვიზიტს გამოეხმაურა.

გიორგი გახარიამ მაიკ პომპეოს ვიზიტს უაღრესად მნიშვნელოვანი უწოდა.

გახარიას განცხადებით, პომპეოსთან შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა აშშ-საქართველოს შემდგომი პარტნიორობის გაღრმავება, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი და საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო ასევე ძალზედ მნიშვნელოვან დროს. ძირითადი თემები, რომლებიც განხილული იყო პირველ რიგში ეს გახლავთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი, აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ რეგიონალური პროცესების ჭრილში და რა თქმა უნდა საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გახარიამ.

ამასთან, გახარიას თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფო მდივანმა ამერიკელი ხალხის და მთავრობის სახელით ქართველ ხალხს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა“, - აღნიშნა გახარიამ და დასძინა, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.

„რა თქმა უნდა ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაძლიერებას და ასევე ინსტიტუტების გაძლიერებას. როგორც შედეგი ჩვენ შევთანხმდით საბოლოო ჯამში იმაზე, რომ, კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ საერთო ფასეულობებზე დამყარებული ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომლებიც რა თქმა უნდა გახლავთ თავისუფლება, დემოკრატია და საერთო სტრატეგიული ინტერესები.

ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა, საქართველოს შემდგომი განვითარების და ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წარმატებულ პოლიტიკას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების თვალსაზრისით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მაიკ პომპეო 17 ნოემბერს 2 დღიანი ვიზიტით ეწვია.

პომპეომ საქართველოში მაღალი დონის შეხვედრები გამართა როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ამავდროულად მთავრობის მეთაურთან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ასევე შეხვდა პატრიარქს ილია მეორეს. ამასთან პომპეოსა და არასამთავრობო სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პომპეო გახარიას: ვმუშაობთ თემებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციას უკავშირდება

👉 აშშ-ის საელჩო პომპეოსა და არასამთავრობოებს შორის გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს