მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროტესტის ფონზე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაამტკიცა

საკანონმდებლო ორგანო

მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის ფონზე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ დაამტკიცა.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს შემდეგი კანდიდატების დანიშვნას:

👉გოჩა აბუსერიძე

👉გიორგი გოგიაშვილი

👉ლევან თევზაძე

👉რევაზ ნადარაია

👉ლაშა კოჩიაშვილი

👉ბიძინა სტურია

დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს შემდეგ კანდიდატებს, რომელთა წარდგენას ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ. ესენი არიან:

❌ეკა ზარნაძე

❌გიორგი შავლიაშვილი

❌ქეთევან მესხიშვილი

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგინა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕„საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესის ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლოს დამოუკიდებლობა“ - ოდირი