მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როგორც ქალს მანიშნეს, რომ ჩემი ადგილი მამაკაცთა შორის არ არის“ - ანა დოლიძე

ანა დოლიძე

პარტია „ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ქალები გარიყულად გრძნობენ თავს.

მისი თქმით, ეს გამოიხატება დებატებში მხოლოდ მამაკაცების დაძახებაზე, მხოლოდ მამაკაცების აღიარებაში და ხშირად ქალი პოლიტიკოსების ნაცვლად, მხოლოდ მამაკაცი პოლიტიკოსები საუბრობენ.

„მერობისთვის მაქვს საჭირო მონაცემები ისევე, როგორც სხვა რამდენიმე კანდიდატს, ბევრ ბრძოლაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, უსერიოზულესი და ურთულესი დაჯგუფების წინააღმდეგ, ეს არის სასამართლო კლანი. ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები არის გადატვირთვა, გინდაც რეფერენდუმი დაუძახეთ, რადგან ჩემთვის ეს პირდაპირ უკავშირდება სასამართლოს აღმშენებლობის იდეას.

სასამართლოს გარეშე არც ინვესტიციები, სამუშაო ადგილები, საწარმოები, ქარხნები არ გვექნება და რაც მთავარია არც უსაფრთხოება გვექნება. ჩვენ გვაქვს 6 პუნქტიანი ხედვა, მე ვარ ერთადერთი მერობის კანდიდატი, რომელსაც ეს ხედვა უკვე გამოქვეყნებული მაქვს და ველოდები ამაზე დებატებს, თუმცა როგორც ქალს მიმანიშნეს, რომ მამაკაცთა შორის ჩემი ადგილი არ არის - დღეს ამაზე აქციაც მქონდა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

პარტიამ „ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა