მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთავში დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური იყო (ვიდეო)

რუსთავში დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური იყო

რუსთავში, შარტავას გამზირზე დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო.

დავით კირკიტაძის თქმით, დაშავებულია 2 პირი.

დაშავებულები ამ წუთებში პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან. გამოკითხვაზე იმყოფებიან, ასევე, თავდამსხმელები.

კირკიტაძე ამბობს, რომ საჯარო მოხელეებმა პროვოკაცია და ოფისზე თავდასხმა სცადეს, აგრესიულად განწყობილები მივიდნენ და ოფისში მყოფ საარჩევნო შტაბის წევრებს აგინებდნენ და ლანძღავდნენ.

ოფისის თანამშრომლების თქმით, პროვოკაციის მიზნით მისულმა ადამიანებმა დავით კირკიტაძისთვის დარტყმაც სცადეს, რა დროსაც შტაბის ერთ-ერთი წევრი გაშველებას ცდილობდა და დაზიანება მიიღო.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.